ვოლკოვი და პაპუნაშვილი აზერბაიჯანის თასიდან გავარდნენ

0
49

„ზირე“, რომელშიც დავით ვოლკოვი და გიორგი პაპუნაშვილი გამოდია, აზერბაიჯანის თასიდან გავარდა.
„ზირემ“ პირველი თამაში სტუმრად ნახჩევანის „არაზთან“ 0:1 წააგო, ხოლო საპასუხო შეხვედრაში შინ 0:2 დამარცხდა.
მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში ვერცერთი ქართველე ლეგიონერი მოხვდა – ვოლკოვიც და პაპუნაშვილიც თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთვნენ. სტუმრებიდან დუბლი ბრაზილიელმა ფელიპე სანტოსმა შეასრულა, რომელმაც მე-3 წუთზე ანგარიში პენალტიდან გახსნა, ხოლო 45-ე წუთზე ისევ თერთმეტმეტრიანი გაიტანა.
უკრაინის პრემიერლიგის მე-19 ტურში „ჩერკასიმ“ გასვლაზე ლვოვის „კარპატთან“ 0:1 წააგო. სტუმართა სასტარტოში ქართველი ნახევარმცველი ლევან ნონიკაშვილი არ იყო, რომელიც შეცვლაზე მეორე ტაიმის დასაწყისში შევიდა. „ჩერკასი“ 27 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი