„კრაკოვიამ“ წელს პირველი თამაში კაკაბაძის გარეშე მოიგო

0
17

„კრაკოვიამ“, რომლის კაპიტანი ოთარ კაკაბაძეა, მიმდინარე წელს პოლონეთის ექსტრაკლასაში პირველი თამაში მოიგო, სეზონის განახლების შემდეგ, კრაკოველებმა ზედიზედ ოთხი შეხვედრა ფრედ დაასრულეს, ხოლო 23-ე ტურში სტუმრად ზაბჟეს „გურნიკს“ 1:0 აჯობეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველს დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია, რაც ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვამ გამოიწვია.
განვლილ თამაშში ერთადერთი გოლი მასპინძლების მცველმა იანიცკიმ თავის კარში გაიტანა. „კრაკოვია“ 38 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი