„ბარსელონამ“ თავდამსხმელი ვიქტორ როკე ბრაზილიის „პალმეირასში“ გაყიდა. 20 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ბოლომდე გააფორმა.
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ესპანური გრანდი ვიქტორ როკეს სანაცვლოდ 25,5 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო კიდევ 5 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული. ახალგაზრდა ფეხბურთელი „ბარსას“ 2024 წლის დასაწყისში ბრაზილიის „ატლეტიკო პარანაენსედან“ შეუერთდა. მასში კატალონიელებმა 30 მილიონი ევრო გადაიხადეს და თუ ფორვარდი წარმატებას მიაღწევდა, „კრუზეირო“ კიდევ 31 მილიონ ევროს მიიღებდა.
ვიქტორ როკემ „ბარსელონას“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მან მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი სევილიას „ბეტისში“ გაატარა, სადაც 33 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო და 2 საგოლე პასი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი
