დირკ შუსტერი: „ჩვენი მიზანი სანახაოებრივი თამაშის ჩვენებაა“

0
36

ქუთაისის „ტორპედოს“ გერმანელი მთავარი მწვრთნელის დირკ შუსტერის თქმით, მისი გუნდის მიზანი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალ სეზონში სანახაოებრივი თამაშის ჩვენებაა.
დირკ შუსტერი: „მსურს, რაც შესაძლოა საუკეთესო შედეგი გვქონდეს. გვინდა კარგი მატჩები ჩავატაროთ და წარმატებული სეზონი გვქონდეს. მოსამზადებელი პერიოდი ესპანეთში ჩვენთვის ძალიან კარგი იყო. კმაყოფილი ვიყავი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით ამხანაგურ მატჩებში. ჩვენთვის შედეგი იმდენად მნიშვნელოვანი არ იყო, რამდენად თამაშის ხარისხი. ეს კი ნორმალური იყო. ტაქტიკურ ნაწილში რამდენიმე კომბინაცია შევიმუშავეთ. ასევე ვიმუშავეთ ბურთით და უბურთოდ თამაშზე. ჩვენი მთავარი მიზანი სანახაოებრივი თამაშის ჩვენება იქნება. უნდა განვითარდეს როგორც გუნდი, ასევე თითოეული ფეხბურთელი, ხოლო სეზონის ბოლოს კი შედეგით ყველა ბედნიერი უნდა იყოს. როდესაც მაქსიმალურად ვიხარჯებით და სათანადოდ მოტივირებული ვართ მაშინ ყველაფერი შესაძლებელია“.
ლაშა თაბაგარი