როდრიმ ვარჯიში განაახლა

0
45

„მანჩესტერ სიტის’ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა როდრიმ ბურთით ვარჯიში განაახლა. 28 წლის ფეხბურთელმა 2024 წლის სექტემბერში მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მას მერე მოედანზე არ გასულა. „სიტის“ პრესსამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეო ფეხბურთელის კომენტარის“ „გამოჯანმრთელების გზაზე“, სადაც ჩანს თუ როგორ ვარჯიშობს ინდივიდუალურად „ოქროს ბურთის“ მფლობელი.
როდრიმ 2023-2024 წლების სეზონში „სიტისთან“ ერთად ინგლისის პრემიერლიგა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და უეფას სუპერთასი მოიგო, ხოლო ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა. ის ევროპირველობის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
2008 წლის შემდეგ როდრი ინგლისის პრემიერლიგის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მიიღო. გარდა ამისა, ლეგენდარული ლუის სუარესის შემდეგ, რომელიც ამ ჯილდოს 1960 წელს დაეუფლა, როდრი პირველი ესპანელია, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მოიგო.
ლაშა თაბაგარი