სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს თურქეთის სუეპერლიგის 25-ე ტურში „გალათასარაისთან“ (0:0) მატჩის დასრულების შემდეგ, მეტოქე გუნდის მისამართით გაკეთებული გამონათქვამების გამო.
62 წლის პორტუგალიელი სპეციალისტის ორი მატჩით რასიზმის გამოა დისკვალიფიცირებული, ხოლო ამდენივე შეხვედრას სლოვენიელი არბიტრის სლავკო ვინჩიჩის ბრიგადის მეოთხე მსაჯის შეურაცხყოფისთვის გამოტოვებს.
თამაშის დასრულების შემდეგ, მოურინიომ განაცხადა, რომ „გალათასარაის“ სათადარიგო მოთამაშეები და სამწვრთნელო შტაბი მაიმუნებივით ხტოდნენ. „გალათასარაიმ“ ამ გამონათქვამს რასიზმი უწოდა და განაცხადა: „ჟოზეს გამონათქვამები თურქი ხალხის მისამართით არაადამიანურია“.
თავის მხრივ, „ფენერბაჰჩეში“ აღნიშნეს, რომ მოურინიოს სიტყვები კონტექსტიდან ამოგლეჯილია.
დისკავლიფიკაციის გარა, მოურინიოს 42500 ევროს გადახდა დააკისრეს ჯარიმის სახით.
ლაშა თაბაგარი




