კონსეისაუ: „პრობლემა თუ მე ვარ შემიძლია წავიდე“

0
24

„მილანის“ მთავარი მწვრთნელის სერჟიუ კონსეისაუს თქმით, თუ პრობლემა მასშია, შეუძლია თანამდებობა დატოვოს და კუთვნილი თანხაც არ მოითხოვოს. მან ამის შესახებ იტალიის სერია A-ს მე-9 ტურის გადადებულ მატჩში შინ „ბოლონიასთან“ 1:2 მარცხის შემდეგ განაცხადა.
„ბოლონიას“ მიერ გატანილი პირველი გოლის დროს აშკარად ხელით თამაში იყო. მსაჯის საბოლოო შედეგში დამნაშავე არაა, მაგრამ მსგავსი შეცდომები ხშირად ხდება. „პორტუში“ ჩემი კარიერა ყველაფერზე მეტყველებს: თუ მე ვარ პრობლემა შემიძლია წავიდე და ფულიც არ მოვითხოვო. არსაიდან არ მოვსულვარ“ – იუწყება პორტუგალიელი სპეციალისტის ნათქვამს ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.
„მილანმა“ ბოლო 23 წლის მანძილზე საკუთარ მოედანზე „ბოლონიასთან“ პირველად წააგო და 41 ქულით მე-8 ადგილზე დაეშვა.
„მილანის“ პორტუგალიელი გარემარბი რაფაელ ლეაუ ბრაზილიელი კაკას შემდეგ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც „როსონერის“ მაისურით სერია A-ში ზედიზედ 6 სეზონის განმავლობაში 5 ან მეტი გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი