გიორგი რეხვიაშვილი „გაგრაში“ ითამაშებს

0
22

„გაგრამ“ ახალი სეზონის დაწყებამდე ძალიან გამოცდილი მცველი გიორგი რეხვიაშვილი დაიმატა. 37 წლის ფეხბურთელმა გასული წელი კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ „სიონში“ გაატარა, სადაც 31-ჯერ ითამაშა.
ის კარიერის განმავლობაში ასევე რუსთავის „მეტალურგში“, თბილისის „დინამოში“, საჩხერის „ჩიხურაში“, თურქეთის „ბოლუსფორში“, თბილისის „ლოკომოტივში“, თბილისის „იბერიაში“, საბერძნეთის „ლევადიაკოსში“, ლატვიის „ვენტსპილსში“, ქობულეთის „შუქურაში“ და ბათუმის „დინამოში“ გამოდიოდა.
მან საქართველოს ჩემპიონატი ოთხჯერ, დავით ყიფიანის სახელობის თასი 2-ჯერ, ხოლო სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი ოთხჯერ მოიგო. გარდა ამისა, ლატვიის ჩემპიონიცაა.
ლაშა თაბაგარი