“თელავი”, რომელსაც სათავეში ვალერი გაგუა ჩაუდგა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალ სეზონს 10 ახალწვეულით ხვდება. ამის შესახებ თელაველთა პრესსამსახური იუწყება:
“გაცნობებთ, რომ სკ “თელავის” ღირსებას 2025 წლის სეზონისთვის 10 ახალი ფეხბურთელი დაიცავს:
ჯადული იობაშვილი -დაიბადა: 01.01.2004; ამპლუა: თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: დინამო (თბილისი).
ვატო არველაძე -დაიბადა: 04.03.1998; ამპლუა: თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: სამგურალი (წყალტუბო).
ნიკა ცეცხლაძე -დაიბადა: 29.10.2005; ამპლუა: ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: დინამო (თბილისი).
მიხეილ ბაშელეიშვილი -დაიბადა: 21.06.1997; ამპლუა: ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: ლოკომოტივი (თბილისი).
ანდრია დევდარიანი -დაიბადა: 09.09.2002; ამპლუა: ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: სიონი (ბოლნისი).
გიორგი უბილავა -დაიბადა: 31.01.2003; ამპლუა: მცველი; ბოლო კლუბი: გაგრა (გაგრა).
დავით იობაშვილი -დაიბადა: 02.09.2005; ამპლუა: მეკარე; ბოლო კლუბი: ვიტ ჯორჯია (თბილისი).
დავით კუტალია -დაიბადა: 08.08.2007; ამპლუა: ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: პარი ნნ (რუსეთი).
ებენ კპოზო -დაიბადა: 26.06.2006; ამპლუა: მცველი; ბოლო კლუბი: აფლაო აგბოგბა (განა).
ბაბა ნუჰუ -დაიბადა: 14.04.2005; ამპლუა: ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: რუსთავი (რუსთავი).
გეტყვით იმასაც, რომ სკ “თელავის” ღირსებას ახალი სეზონისთვის, ჩვენი 19-წლამდელთა გუნდიდან დაწინაურებული ბიჭებიც დაიცავენ – საბა გოზალიშვილი (ნახევარმცველი, 20.07.2006), ავთანდილ ღაღვიშვილი (ნახევარმცველი, 19.08.2006) და სერგი ბაზერაშვილი (მეკარე, 18.09.2006).
“თელავი” 15 იანვარს შეიკრიბა და მზადების პირველი ეტაპი თბილისში გაიარა, 8 თებერვალს კი გუნდი თურქეთში გაემგზავრა შეკრებაზე.
ანთალიაში ჩვენმა გუნდმა ოთხი ამხანაგური მატჩი გამართა, რომელთაგან ერთი მოვიგეთ (უკრაინულ კოვალიოვკას “კოლოსთან” 3:1), ერთი ფრედ დავასრულეთ (უზბეკურ ტაშკენტის “ლოკომოტივთან” 0:0), ორი კი წავაგეთ (ყაზახურ “ორდაბასისთან” 1:6 და უზბეკურ “ყიზილყუმთან” 1:2)”.
ლაშა თაბაგარი
