კურტუა ბელგიის ნაკრებში მარტში დაბრუნდება

0
21

ტიბო კურტუა ბელგიის ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდში მარტში დაბრუნდება. ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, ბელგიელთა ახალი მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია მადრიდის „რეალის“ მეკარეს ერთა ლიგაში გასამართი პლეი-ოფის მატჩებისთვის გამოიძახებს. ბელგიელები 20 და 23 მარტს ერთა ლიგის A ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად უკრაინას დაუპირისპირდებიან.
კურტუას ბელგიელთა შემადგენლობაში 2023 წლის ზაფხულიდან არ უთამაშია მაშინდელ მთავარ მწვრთნე დომენიკო ტედესკოსთან უთანხმოების გამო. მიმდინარე წლის იანვარში ტედესკო ფრანგმა გარსიამ შეცვალა.
ლაშა თაბაგარი