მექსიკელი არბიტრი მარკო ანტონიო ორტის ნავა არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და “ინტერ მაიამის” კაპიტან ლიონელ მესისთვის ავტოგრაფის ჩამორთმევის გამო დასაჯეს.
“ინტერ მაიამი” -“კანზას სიტის” (1:0) მატჩის შემდეგ, მსაჯი მესისთან მივიდა და ავტოგრაფი ჩამორთვა თავისი ნათესავებისთვის, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის პირები არიან.
ESPN-ის ინფორმაცით ამის გამო კონკაკაფმა თავისი ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში მარკო ანტონიო ორტის ნავას 6 თვით მსაჯობა აუკრძალა. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, მას განუსაზღვრელი დროით დისკვალიფიკაცია ელოდება. თუმცა, მარკო ანტონიო ორტის ნავას მექსიკის ჩემპიონატის მატჩებზე მუშაობა შეუძლია.
ლაშა თაბაგარი





