ევრობასკეტ 2025-ის ყველა მონაწილე ცნობილია. კონტინენტის საკალათბურთო პირველობაზე ითამაშებენ: ისრაელი, სლოვენია, პორტუგალია, იტალია, თურქეთი, ისლანდია, ლატვია, ესპანეთი, ბელგია, გერმანია, ჩერნოგორია, შვედეთი, ბოსნია, საფრანგეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ფინეთი, სერბეთი, საქართველო, პოლონეთი, ლიეტუვა, ესტონეთი.
ტურნირის წილისყრა 27 მარტს რიგაში ჩატარდება.
ფინალური ეტაპი 27 აგვისტოს დაიწყება და ფინალური მატჩით 14 სექტემბერს დასრულდება.
მასპინძელი ქვეყნები კვიპროსი, ფინეთი, ლატვია და პოლონეთი არიან. პლეი ოფი და ფინალი რიგაში ჩატარდება.
