კიტეიშვილი ავსტრიაში გოლების გატანას განაგრძობს

0
29

ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში თავისი მე-7 გოლი გაიტანა.
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-19 ტურში გრაცელებმა „ლინცი“ მიიღეს და 2:1 დაამარცხეს. კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და მე-18 წუთზე პენალტიდან ანგარიში გახსნა. 43-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი იალკოიემ გამოიჩინა. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი 83-ე წუთზე პაშიცმა მიითვალა.
საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა ამ სეზონში ბუნდესლიგაში 3 საგოლე პასიც ჩაიწერა თავის ანგარიშზე, ხოლო ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე მეტოქის კარი ერთხელ აიღო.
ლაშა თაბაგარი