„ასტონ ვილას“ სარეკორდო ტრანსფერი

0
1

ბირმინგემის „ასტონ ვილა“ ლონდონის „ჩელსიდან“ ფორვარდ ნიკოლას ჯექსონს ყიდულობს. გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, ევროპა ლიგის გასული სეზონის გამარჯვებული სენეგალის ეროვნული ნაკრების ფეხბუთელში 47.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდის და კიდევ 17,5 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული. ეს ტრანსფერი ბირმინგებული კლუბის ისტორიაში სარეკორდოა.
2023 წელს „ჩელსიმ“ ჯექსონი „ვილიარეალიდან“ 37 მილიონ ევროდ შეიძინა. 25 წლის აფრიკელმა ლონდონელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 81 მატჩში 30 გოლი გაიტანა. მან გასული სეზონი იჯარის მიუნხენის „ბაიერნში“ გაატარა, სადაც 34-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი