ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში პსჟ-ს შემადგენლობაში საფრანგეთის ლიგა 1-ში მე-2 საგოლე პასი მიითვალა. 23-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში პარიზელები სტუმრად „ლიონს“ შეხვდნენ, სადაც გიორგი მიქაუტაძე გამოდის და 2:0 დაამარცხეს.
მე-16 წუთზე კვარაცხელიამ ძალიან კარგი პასი გაუკეთა უსმან დემბელეს, რომელმაც წინ გამოსულ მეკარეს გვერდი აუარა და კარში დაარტყა – კლინტონ მატამ ვარდნაში ბურთი ცარიელი კარის ხაზიდან მოიგერია. ამ ეპიზოდში „ლიონის“ მცველი გვერდით ძელს შეეჯახა, მაგრამ მძიმე ტრავმას გადაურჩა.
28-ე წუთზე კვარაცხელია მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და ოტხ მცველს გაცდა, მაგრამ კარში არაზუსტად დაარტყა.
მეორე ტაიმის დასაწყისში კვარაცხელია მასპინძლების ნახევარზე ორ მეტოქეს გაექცა და საჯარიმოს გარედან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია.
53-ე წუთზე “ლიონის” საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ბარკოლამ ზუსტი პასი ჰაკიმის გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 0:1.
მე-60 წუთზე მოწინააღმდეგის ნახევარზე კვარაცხელიამ გადაცემა უსმან დემბელეს მისაც, რომელმაც ორ ლიონელს გვერდი აუარა და “ცხრიანში” გაიტანა – 0:2. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი 68-ე წუთზე ლუკა ერნანდესმა შეცვალა. ხვიჩამ პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 8 მატჩში 2 გოილი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
მიქაუტაძე თამაშში მე-80 წუთზე ჩაერთო. ჩვენი ეროვნული გუნდის ფორვარდი 83-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე ერთ მცველს ფინტით გაექცა, შემდეგ პარიზელთა საჯარიმოში მეორეს აუარა გვერდი და პასი შერკის მისცა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთაამდე შეამცირა – 1:2. მიქაუტაძის ანგარიშზე საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 23 მატჩში 6 გოლი და 2 საგოლე პასია.
85-ე წუთზე პარიზელთა საუცხოო რამდენიმე სვლიანი შეტევა ჰაკიმიმ გოლით დაასრულა – 1:3. 89-ე წუთზე პსჟ-ს საჯარიმოში კარისკენ ზურგით მდგომმა მიქწაუტაძემ „მაკრატელა“ დაარტყა და დონარუმამ ბურთი მოიგერია. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე „ლიონის“ შეტევის დროს მარჯვნიდან მეტლანდ-ნაილსა პასი საჯარიმოში ტოლისოს გაუკეთა, რომელმაც თავით ზზუსტად დაარტყა – 2::3.
პსჟ 59 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია, ხოლო „ლიონი“ 36 ქულით მეექვსეა.
ლაშა თაბაგარი
