“ბარსელონას” ლეგენდები და ქართველი ვეტერანები “დინამო არენაზე”

0
94

საქართველოში ლეგენდების სერია გრძელდება და Sports Orient-ის ორგანიზებით თბილისს ლეგენდარული “ბარსელონა” ესტუმრება, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელებისგან შემდგარ გუნდს დაუპირისპირდება.
GEO 11-ისა და Barça Legends-ის ამხანაგურ შეხვედრას 16 მაისს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენა” უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბათუმში Sports Orient-ის ორგანიზებით შეხვედრა მილანის “ინტერის” ლეგენდებსა და ჩვენი ეროვნული გუნდის ვეტერანებს შორის შედგა.
ლაშა თაბაგარი