გოჩოლეიშვილი კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში “ჩელსის” ეთამაშება

0
18

“კოპენჰაგენი”, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდის კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში ლონდონის “ჩელსის” შეხვდება. ეს დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა.
1/8-ფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:
“ბეტისი” (სევილია) – “გიმარაეში” (ვიტორია)
“იაგელონია” – “სერკლ ბრიუგე”
“ცელიე” – “ლუგანო”
“პანათინაიკოსი” (ათენი) – “ფიორენტინა” (ფლორენცია)
“ბორაცი” (ბანია ლუკა) – “რაპიდი” (ვენა)
“პაფოსი” – “დურგარდენი”
“მიოლდე” – “ლეგია” (ვარშავა)
“კოპენჰაგენი”  – “ჩელსი” (ლონდონი)
1/8-ფინალის პირველი შეხვედრები 6 მარტს შედგება, ხოლო საპასუხო – 13 მარტს.
დღესვე, კონფერენს ლიგის 1/4-ფინალის და 1/2-ფინალის კენჭისყრა შედგა.
1/4-ფინალი:
“ბეტისი”/”გიმარაეში” – “იაგელონია”/”სერკლ ბრიუგე “
“ცელიე”/”ლუგანო” – “პანათინაიკოსი”/”ფიორენტინა” 
“ბორაცი”/”რაპიდი” – “პაფოსი”/”დურგარდენი” 
“მიოლდე”/”ლეგია” – “კოპენჰაგენი”/”ჩელსი “
1/4-ფინალის პირველი მატჩები 10 აპრილს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 17 აპრილს.
1/2-ფინალი:
“ბეტისი”/”გიმარაეში” – “იაგელონია”/”სერკლ ბრიუგე “v “ცელიე”/”ლუგანო” – “პანათინაიკოსი”/”ფიორენტინა” 
“ბორაცი”/”რაპიდი” – “პაფოსი”/”დურგარდენი”  v “მიოლდე”/”ლეგია” – “კოპენჰაგენი”/”ჩელსი”
1/2-ფინალის პირველი შეხვედრები 1 მაისს შედგება, ხოლო საპასუხო 8 მაისს.
კონფერენს ლიგის ფინალი 28 მაისს პოლონეთის ქალაქ ვროცლავში ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი