თორნიკე ოქრიაშვილი ისევ „გაგრას“ ღირსებას დაიცავს, რის შესახე კლუბის პრესსამსახური იუწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გასულ წელს თბილისის „დინამოში“ ირიცხებოდა, სადაც 8 მატჩი ითამაშა.
გარდა ამისა, ის სხვადასხვა პერიოდში დონეცკის „შახტარის“, „ილიჩევეცის“, ოდესის „ჩერნომორეცის“, „გენკის“, „ესქიშეჰირსფორის“, „კრასნოდარის“ და „ანორთოსისის“ ღისებას იცავდა.
მან საქართველოს ნაკრების მაისური 48-ჯერ მოირგო და 12 გოლი გაიტანა. ის “გაგრაში” პირველად 2023 წელს დაბრუნდა, მაგრამ მხოლოდ 3-ჯერ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი
