მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველ ჯუდ ბელინგემს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა, რის შესახებ გამოცემა AS.
ინგლისელმა ფეხბურთელმა პირდაპირი წითელი ბარათი ლა ლიგის 24-ე ტურში „ოსასუნასთან“ (1:1) შეხვედრაში მიიღო, რადგან მთავარმა მსაჯმა მუნუერა მონტერომ მიიჩნია, რომ ბელინგემმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ის „ჟირონასთან“ (23 თებერვალს) და „ბეტისთან“ (2 მარტს) მატჩებს გამოტოვებს.
თავად ბელინგემმა თამაშის შემდეგ განაცხადა, რომ მსაჯისთვის ცუდი არაფერი უთქვამს. “რეალი” სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ლაშა თაბაგარი





