„ბორუსია“ 1/8-ფინალში ითამაშებს

0
3

დორტმუნდის „ბორუსია“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გავიდა. პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ნიკო კოვაჩის გაწვრთნილმა გუნდმა სტუმრად ლისაბონის „სპორტინგი“ 3:0 დაამარცხა, ხოლო საპასუხო შეხვედრაში უპირატესობის მიუხედავად მეტოქის კარი ვერ აიღო – 0:0.
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გასული სეზონის ფინალისტს გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი 59-ე წუთზე ჰქონდა, როდესაც „სპორტინგის“ კარში პენალტი დაინიშნა. გვინეელმა გირასიმ  თერთმეტმეტრიანი კარგად ვერ შეასრულა და მეკარემ ბურთი მოიგერია, შეგახსენებთ, რომ გირასი 10 გოლით ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია.
ლაშა თაბაგარი