„პერსეპოლისი“, რომელშიც გიორგი გველესიანი გამოდის, აზიის ჩემპიონთა ლიგის დასავლეთ კონფერენციის პლეი-ოფში გავიდა. საერთო ეტაპის ბოლო მე-8 ტურში ირანულმა გუნდმა საუდის არაბეთის „ალ-ნასრს“ უმასპინძლა, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუ გამოდის და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. განვლილ შეხვედრაში პორტუგალიის ეროვნული გუნდის კაპიტანს არ უთამაშია.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. ~პერსეპოლისმა“ აზიის ჩემპიონთა ლიგაში 1 მატჩი მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 3 წააგო – 7 ქულით 12-გუნდიან დასავლეთ კონფერენციაში მე- ადგილი დაიკავა, რაც შემდეგ ეტაპზე თამაშის გარანტიას იძლევა.
ლაშა თაბაგარი
