გიორგი ქოჩორაშვილმა კოჭის ტრავმა მოირჩინა და „ლევანტეს“ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 27-ე ტურში ვალენსიელები შინ ხიხონის „სპორტინგს“ შეხვდნენ და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ.
საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა მოედანზე 88 წუთი გაატარა და შეცვალეს. მის თამაშს ტრიბუნიდან თვალი ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ადევნა. ამის შესახებ ინფორმაცია „ლევანტეს“ ფეისბუქის გვერდმა გაარვცელა ასეთი ქართული ტექსტით:
„ჩვენ ვამაყობთ რომ გვეწვია საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი და დარწმუნებულები ვართ რომ დღეს მისი აქ ყოფნა იღბალს მოუტანს გიორგის და მთლიანად ლევანტეს. მადლობა ვილი“.
მიჯრით სამი შეხვედრის ვერმოგების (1 წაგება და 2 ფრე) შემდეგ, „ლევანტე“ 44 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
