გოგლიჩიძის „ემპოლის“ მორიგი წარუმატებელი მატჩი

0
5

„ემპოლიმ“, რომელშიც საბა გოგლიჩიძე გამოდის, მორიგი წარუმატებელი მატჩი ჩაატარა. სერია A-ს 25-ე ტურში ტოსკანელები სტუმრად „უდინეზეს“ დაუპირისპირდნენ და თავის კარში სამი უპასუხო ბურთი გაუშვეს.
ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლები მე-19 წუთზე ეკელეკანპმა დააწინაურა, რომელმაც 65-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 90-ე წუთზე წერტილი ტოვინმა დასვა.
„ემპოლიმ“ ბოლო 10 თამაშიდან 8 წააგო, ხოლო ორი ფრედ დაასრულა და 21 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.
სერია B-ს 26-ე ტურში “ფროზინონემ” “რეჯანა” მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი გიორგი კვერნაძე იყო, რომელიც 70-ე წუთზე შეცვალეს. “ფროზინონე” 23 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-19 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი