საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ჩიტაურის წვრთნის, კვიპროსზე ადგილობრივ თანატოლებთან პირველი ამხანაგური მატჩი 1:3 წააგო.
მასპინძლებმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნეს, ხოლო 10 წუთში 2:0 დაწინაურდნენ. ჩვენმა გუნდმა ერთი ბურთი მე-80 წუთზე გაქვითა. კვიპროსელებმა მესამე გოლი 85-ე წუთზე გაიტანეს.
ჩიტაურის გაწვრთნილები, რომლებიც ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში ვერ გავიდნენ, მარტში 17-წლამდელთა ევროპირველობის მეორე რაუნდის B ლიგაში ითამაშებენ, სადაც 2008 წელს და შემდეგ წლებში დაბადებულთა გუნდი ლიეტუვას და ყაზახეთს შეხვდება. რეიტინგული შინაარსის მქონე ტურნირს, ყაზახეთი უმასპინძლებს.
ლაშა თაბაგარი
