„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგაში ზედიზედ მეორე თამაში მოიგო. 23-ე ტურში „ღამურები“ შინ „ლეგანესს“ დაუპირისპირდნენ და ორი უპასუხო ბურთი გაიტანეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა შეუცვლელად ითამაშა.
„ვალენსიადან“ 30-ე წუთზე ანგარიში კრისტიან მოსკერამ გახსნა. 41-ე წუთზე მასპინძლებიდან მეტოქის კარი მუხტარ დიაჰაბიმ აიღო. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და მამარდაშვილის გუნდმა მიმდინარე სეზონში მეხუთე შეხვედრა მოიგო.
„ვალენსიამ“ ამ სეზონში მიჯრით ორ თამაშში პირველად გაიმარჯვა და 22 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-18 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი
