ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-სთან ერთად საფრანგეთის თასის 1/4-ფინალში გავიდა. პარიზელები 1/8-ფინალში სტუმრად რანგით მე-3 ლიგის „ლე მანს“ დაუპირისპირდნენ და 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ის ორი ტაიმის განმავლობაში აქტიურობდა და ცდილობდა მეტოქის კართან ვითარება გაემწვავებინა. მან პსჟ-ში გადასვლის მერე, შეუცვლელად პირველად ითამაშა.
25-ე წუთზე „ლე მანის“ მცველებმა თავის ნახევარზე უხეში შეცდომა დაუშვეს და გონსალო რამუშის ფეხიდან ბურთი დუეს მიუვიდა, რომელმაც ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა.
71-ე წუთზე ბარკოლა მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და მას მერე რაც მცველს გაცდა, „ლე მანის“ კარი აიღო.
ლაშა თაბაგარი
