გველესიანის მეორე გოლი აზიის ჩემპიონთა ლიგაში

0
6

გიორგი გველესიანმა აზიის ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მიმდინარე გათამაშებაში თავისი მეორე გოლი გაიტანა.
„პერსეპოლისი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გამოდის, მე-7 ტურში სტუმრად გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტს საუდის არაბეთის „ალ ჰილალს“ დაუპირისპირდა და 1:4 დამარცხდა.
მასპინძლები მე-10 წუთზე ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ მალკომმა დააწინაურა. 25-ე წუთზე ჟოაუ კანსელუმ შორი მანძილიდან დაარტყა და მეკარის შეცდომის შემდეგ ბურთი კარში აღმოჩნდა. 38-ე წუთზე ირანელთა გოლკიპერთან პირისპირ გასულმა სალემ ალ დოსარიმ თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა, ხოლო პირველი ტაიმის ბოლოს წუთზე მან საჯარიმოს გარდან დარტყმით დუბლი შეასრულა.
„პერსეპოლისის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა თურქმა ისმაილ კარტალმა სასტარტოში არ დააყენა გველესიანი, რომელიც თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო და კარგი შთაბეწდილებაც დატოვა. 90-ე წუთზე „ალ ჰილალის“ მცველმა თავის საჯარიმოში ირანელი ფეხბურთელი წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ქართველმა ლეგიონერმა გამოიყენა.
„პერსეპოლის’ 6 ქულით აზიის ჩემპიონთა ლიგის დასავლეთ კონფერენციაში 12 გუნდში მე-9 ადგილზეა და 1/8-ფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს.
ლაშა თაბაგარი