ალფონსო დევისმა „ბაიერნთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

0
3

ალფონსოს დევისმა მიუნხენის „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2030 წლამდე გაახანგრძლივა, რის შესახებ გერმანული გრანდის პრესსამსახური იუწყება.
კანადის ეროვნული ნაკრების 24 წლის მცველმა ახალი ხელშეკრულების დადების სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო ბონუსის სახით მიიღო, ხოლო მისი ხელფასი წელიწადში 15 მილიონი ევრო იქნება გადასახადების დაქვითვამდე.
24 წლის დევისი „ბაიერნში“ 2018 წლის ზაფხულიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 220 მატჩში 12 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი