საბა სამუშია „რიუ ავეში“ ჩაირიცხა

0
1

საბა სამუშია თბილისის „დინამოდან“ პორტუგალიის პრიმეირა ლიგის ბინადარ „რიუ ავეში“ გადავიდა, რასაც Transfermarkt- ი ადასტურებს. 18 წლის ფეხბურთელი ახალ გუნდში 68-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
სამუშია თბილისის „დინამოს“ აღზრდილია და ერთი პერიოდი კვიპროსოს „ანორთოსისის“ 19-წლამდელთა გუნდში ვარჯიშობდა. მან გასულ სეზონში „დინამოში“ 9-ჯერ ითამაშა და სასტარტო შემადგენლობაში ერთხელ მოხვდა. მის გარდა „რიუ ავეში“ კიდევ ორი ქართველი ირიცხება – მეკარე მათე საური და მცველი ჟორჟე ქარსელაძე.
ლაშა თაბაგარი