ბათუმის „დინამომ“ გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით თურქულ შეკრებაზე მეოთხე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ისევ დამარცხდა. ამჯერად, ბათუმელებისთვის წარუმატებელი უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ ჟიტომირის „პოლესიესთან“ დაპირისპირება აღმოჩნდა.
მატჩის 22-ე წუთზე „დინამოს“ უკრაინელმა ლეგიონერმა მილჩენკომ თავის ნახევარზე ბურთი დაკარგა და შემდეგ საჯარიმოში „პოლესიეს“ ფეხბურთელი წააქცია, რისთვისაც მსაჯმა პენალტი დანიშნა. გუცულიაკმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა – 1:0
41-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან შეტევის დროს ჟიტომირელმა ფეხბურთელმა ბურთი ბათუმელთა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა გუცულიაკმა თავით დუბლი შეასრულა – 2:0.
47-ე წუთზე ალბანელი ნახევარმცველი ვერდი მარამ „დინამოს“ საჯარიმოში შეცდა და პასი გუცულიაკის მისამართით გამოუვიდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა – 3:0.
59-ე წუთზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მარჯვენა მცველი გიორგი მაისურაძე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და შორეულ ძელთან პასი ბატისტას გაუკეთა, რომელმაც ვარდნაში გაიტანა – 4:0.
82-ე წუთზე „პოლესიეს“ ფეხბურთელმა ბათუმელთა კართან ახლოს თანაგუნდელი მოძებნა, რომელმაც მარცხენა ოდნავ მახვილი კუთხიდან მიწაზე დაუშვებლად ბურთი კარში გადაგზავნა – 5:0.
„პოლესიესთან“ მატჩამდე ბათუმელებმა უკრაინის „ოლექსანდრიასთან“ (0:3), პოლონეთის ლუბინის „მოტორთან“ (1:2) და დანიის „ვეილესთან“ (0:4) წააგეს.
ლაშა თაბაგარი
