ალვარო მორატა „გალათასარაიში“ გადავიდა

0
32

ალვარო მორატა კარიერას სტამბოლის “გალათასარაიში” გააგრძელებს. “მილანმა” ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი თურქულ კლუბში 2026 წლის 20 იანვარმდე გაანათხოვრა და მის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს მიიღებს.
თუ „გალათასარაი“ 32 წლის ფეხბურთელის შეძენას მოისურვებს და ამის თაობაზე „მილანს“ მომავა;ო წლის 15 იანვრამდე მიმართავს, მაშინ 8 მილიონის გადახდა მოუწევს. ასევე, შესაძლოა საიჯარო ხელშეკრულება 2026 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივდეს.
მორატა „მილანში“ 2024 წლის ზაფხულში გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 24 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ის კარიერის მანძილზე ასევე მადრიდის „რეალში“, „იუვენტუსში“, „ჩელსიში“ და მადრიდის „ატლეტიკოში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი