„ტოტენჰემის“ თავდამსხმელი მიკი მური ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროთასებზე გოლი გაიტანა.
ევროპა ლიგის ბოლო მე-8 ტურში ლონდონელებმა „ელფსბორგი“ 3:0 დაამარცხეს და ბოლო გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე მურმა გაიტანა. ის იმ მომენტში 17 წლის და 172 დღის იყო. მან ლეგენდარული ინგლისელი ფორვარდის ჯიმი გრივსის რეკორდი მოხსნა, რომელმაც ევროთასზე მეტოქი კარი 1957 წელს 17 წლის და 245 დღის ასაკში აიღო.
„ტოტენჰემმა“ 17 ქულით ევროპა ლიგის საერთო ეტაპზე მე-4 ადგილი დაიკავა და 1/8-ფინალში პირდაპირ მოხვდა.
ლაშა თაბაგარი
