არგენტინის და ჩილეს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი ხორხე სამპაოლი „რენის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. ის გუნდს 2024 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობდა. არგენტინელი სპეციალისტის ხელში „რენმა“ ჩატარებული 10 თამაშიდან 3 მოიგო და 7 წააგო, მათ შორის 5-ჯერ ზედიზედ დამარცხდა.
„რენს“ სეზონის ბოლომდე ჰაბიბ ბეიე გაწვრთნის, რომლის კონტრაქტის შესაძლო ერთი წელი გაგრძელდეს გუნდის მიერ გარკვეული მიზნის მიღწევის შემთხვევაში.
ლაშა თაბაგარი
