ნეიმარმა ბრაზილიის „სანტოსთან“ კონტრაქტის გაფორმება დაადასტურა. მან ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი „სანტოსს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან მანამდე საუდის არაბეთის „ალ ჰილალთან“ კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყვიტა.
32 წლის ფეხბურთელი „სანტოსის“ აღზრდილია, რომლის პირველ გუნდში ჩატარებულ 225 მატჩში 136 გოლი გაიტანა და 64 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი
