შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შედეგად, ის გუნდები დაწყვილდნენ, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საგზურისთვის იბრძვიან. პსჟ, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის ასევე ფრანგულ “ბრესტს” დაუპირისპირდება, ხოლო 1/8-ფინალში გასვლის შემთხვევაში “ლივერპულს” ან “ბარსელონას” შეხვდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბს ამ სტადიაზე პარიზელთა რიგებში თამაშის უფლება უკევ აქვს. ის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგას შემორჩა.
კენჭისყრის შედეგი, რომელშიც ესპანეთის ეროვნული ნაკრების, “ბარსელონას”, “ბაიერნის” და “ლივერპულის’ ექსნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა მონაწილეობდა ასეთია:
“ბრიუგე” (ბელგია) – “ატალანტა” (იტალია)
გამარჯვებული მერვედფინალში შეხვდება: “ლილს” ან “ასტონ ვილას”.
“სპორტინგი” (პორტუგალია) – “დორტმუნდი” (გერმანია)
გამარჯვებული მერვედფინალში შეხვდება: “ასტონ ვილას” ან “ლილს”
“მანჩესტერ სიტი” (ინგლისი) – “რეალი” (ესპანეთი)
გამარჯვებული მერვედფინალში შეხვდება: “ატლეტიკოს” ან “ლევერკუზენს”
“სელტიკი” (შოტლანდია) – “ბაიერნი” (გერმანია)
გამარჯვებული მერვედფინალში შეხვდება: “ლევერკუზენს” ან “ატლეტიკოს”
“იუვენტუსი” (იტალია) – პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები)
გამარჯვებული მერვედფინალში შეხვდება: “არსენალს” ან “ინტერს”
“ფეიენოორდი” (ნიდერლანდები) – “მილანი” (იტალია)
გამარჯვებული მერვედფინალში შეხვდება: “ინტერს” ან “არსენალს”
“ბრესტი” (საფრანგეთი) – “პარი სენ-ჟერმენი” (საფრანგეთი)
გამარჯვებული მერვედფინალში შეხვდება: “ლივერპულს” ან “ბარსელონას”
“მონაკო” (საფრანგეთი) – “ბენფიკა” (პორტუგალია)
1/8-ფინალში გასასვლელი პლეი-ფის პირველი მატჩები 11-12 თებერვალს ჩატარდება, ხოლო საპასუხო -18-19 თებერვალს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში თამაშის უფლება პირდაპირ მოიპოვეს:„ლივერპულმა“, „ბარსელონამ“, „არსენალმა“, „ინტერმა“, „ატლეტიკომ“, „ლევერკუზენმა“, „ლილმა“ და „ასტონ ვილამ“ მოიპოვეს. შესაბამისად, ეს გუნდები 1/16-ფინალში არ ითამაშებენ.
21 თებერვალს 1/8-ფინალის კენჭისყრა შედგება.
ლაშა თაბაგარი
