ევროპა ლიგის საერთო ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვა იმ 8 გუნდის ვინაობა, რომლებიც 1/8-ფინალში პირდაპირ მოხვდნენ და ასევე დადგინდა ის 16 გუნდი, ვინც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად პლეი-ოფში ითამაშებს.
ევროპა ლიგის 1/8-ფინალში ითამაშებენ: „ლაციო“, „ატლეტიკი“, (ბილბაო) „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ტოტენჰემი“, „აინტრახტი“, „ლიონი“, „ოლიმპიაკოსი“ და „რეინჯერსი“.
ევროპა ლიგის პლეი-ოფის სავარაუდო ბადე ასე გამოიყურება:
ფერენცვაროში“ ან „პორტუ“ – „რომა“ ან „პლზენი“ (მერვედფინალში „ლაციო“ ან „ბილბაო“).
„ტვენტე“ ან „ფენერბაჰჩე“ – „ბოდო გლიმტი“ ან „ანდერლეხტი“ (მერვედფინალში „ოლიმპიაკოსი“ ან „რეინჯერსი“).
„უნიონ სენ-ჟილი“ ან „პაოკი“ – „სტიაუა“ ან „აიაქსი“ (მერვედფინალში: „აინტრახტი“ ან „ლიონი“).
„ალკმაარი“ ან „მიდტიულანდი“ – „სოსიედადი“ ან „გალათასარაი“ (მერვედფინალში „მანჩესტერი“ ან „ტოტენჰემი“).
„მიდტიულანდი“ ან „ალკმაარი“ – „გალათასარაი“ ან „სოსიედადი“ (მერვედფინლში „ტოტენჰემი“ ან „მანჩესტერი).
„პაოკი“ ან „უნიონ სენ-ჟილი“ – „აიაქსი“ ან „სტიაუა“ (მერვედფინალში „ლიონი“ ან „აინტრახტი“).
„ფენერბაჰჩე“ ან „ტვენტე“ – „ანდერლეხტი“ ან „ბოდო გლიმტი“ (მერვედფინალში „რეინჯერსი“ ან „ოლიმპიაკოსი“).
„პორტუ“ ან „ფერენცვაროში“ – „პლზენი“ ან „რომა“ (მერვედფინალში „ბილბაო“ ან „ლაციო“).
|ტურნირს გამოეთიშნენ: „ბრაგა“, „ელფსბორგი“, „ჰოფენჰაიმი“, „ბეშიქთაში“, „მაკაბი“, „სლავია“ (პრაღა), „მალმიო“, „რიგასი“, „ლუდოგორეცი“, „დინამო“ (კიევი), „ნიცა“, „ყარაბაღი“.
ევროპა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი “ოლიმპიაკოსის” მაროკოელი ფორვარდი აიუბ ელ კააბი გახდა, რომელმაც 7 გოლი გაიტანა.
ევროპა ლიგის პლეი-ოფის კენჭისყრა დღეს ჩატარდება. პლეი-ოფის პირველი მატჩები 13 თებერვალს შედგება, ხოლო საპასუხო – 20 თებერვალს.
ლაშა თაბაგარი





