მიქაუტაძეს „ლიონში“ ფონსეკა გაწვრთნის

0
27

“ლიონის” ახალი მთავარი მწვრთნელი პაულუ ფონსეკაა. ფრანგული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 51 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მან პიერ საჟი შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან მიმდინარე კვირაში დაითხოვეს.
ფონსეკა 2024 წლის ივლისიდან “მილანს” ავარჯიშებდა, რომლიდან დეკემბერში დაითხოვეს. მანამდე, ის “პასუშ ფერერას”, “პორტუს”, “ბრაგას”, დონეცკის “სახტარს”, “რომას” და “ლილს” ხელმძღვანელობდა.
ლაშა თაბაგარი