შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შედეგად, ის გუნდები დაწყვილდნენ, რომლებიც ევროპა ლიგის 1/8-ფინალის საგზურისთვის იბრძვიან. კენჭისყრაში “ატლეტიკის” ლეგენდა არიც ადურიცია, რომელიც 21 მაისს ბილბაოში გასამართი ფინალის ელჩია. ცნობისთვის, ადურიცი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპა ლიგაში ერთ მატჩში 5 გოლი გაიტანა.
“ტვენტე” (ნიდერლანდები) – “ბოდო გლიმტი” (ნორვეგია)
“ფენერბაჰჩე” (თურქეთი) – “ანდერლეხტი” (ბელგია)
“უნიონ სენ-ჟილუა” (ბელგია) – “აიაქსი” (ნიდერლანდები)
“პაოკი” (საბერძნეთი) – “სტიაუა” (რუმინეთი)
“ალკმაარი” (ნიდერლანდები) – “გალათასარაი” (თურქეთი)
“მიდტიულანდი” (დანია) – “სოსიედადი” (ესპანეთი)
“ფერენცვაროში” (უნგრეთი) – “პლზენი” (ჩეხეთი)
“პორტუ” (პორტუგალია) – “რომა” (იტალია)
პირველი მატჩები 13 თებერვალს შედგება, ხოლო საპასუხო – 20 თებერვალს/
ევროპა ლიგის საერთო ეტაპიდან 1/8-ფინალში პირდაპირ გავიდნენ: „ლაციო“, „ატლეტიკი“, (ბილბაო) „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ტოტენჰემი“, „აინტრახტი“, „ლიონი“, „ოლიმპიაკოსი“ და „რეინჯერსი“. ევროპა ლიგის 1/8-ფინალის კენჭისყრა 21 თებერვალს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი
