სტივენ ჯერარდი „ალ იტიფაკის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებოდან დაითხოვეს, იუწყება საუდის არაბეთის კლუბის პრესსამსახური.
44 წლის ინგლისელი სპეციალისტი გუნდის 2023 წლის ივლისიდან თავკაცობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩატარებული 55 მატჩიდან 19 მოიგო, 16 ფრედ დაასრულა და 20 წააგო.
საუდის არაბეთის ჩემპიონატში ჩატარებული 17 ტურის შემდეგ, „ალ იტიფაკი“ 19 ქულით მე-12 ადგილზეა.
ინგლისის ეროვნული ნაკრების და „ლივერპულის“ ყოფილი კაპიტანი საუდის არაბეთში წასვლამდე „გლაზგო რეინჯერსსა“ და „ასტონ ვილას“ წვრთნიდა.
ლაშა თაბაგარი
