„ლაიფციგმა“ ხავი სიმონსი 50 მილიონად შეიძინა

0
20

“ლაიფციგმა“ ნახევარმცველი ხავი სიმონსი პსჟ-დან გამოისყიდა. 21 წლის ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გააფორმა.
პსჟ სიმონსის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ბონუსების გათვალისწინებით შესაძლოა თანხა 80 მილიონამდე გაიზარდოს.
სიმონსმა, რომელიც მანამდე „ლაიფციგში“ იჯარით გამოდიოდა, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 12 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ლაშა თაბაგარი