ჩემპიონთა ლიგაში 1/8-ფინალისტები და პლეი-ოფის ყველა მონაწილე გაირკვა

0
55

ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის ბოლო მე-8 ტური შედგა და გაირკვა როგორც ის 8 გუნდი, რომელიც პირდაპირ 1/8-ფინალში გავიდნენ, ასევე მათი ვინაობა, ვინც მეცხრედან ოცდამეოთხე ადგილი დაიკავეს და 1/8-ფინალში მოსახვედრად პლეი-ოფში ითამაშებენ.
1/8-ფინალის საგზური გაინაღდეს:
„ლივერპული“, „ბარსელონა“, „არსენალი“, „ინტერი“, „ატლეტიკო“, „ლევერკუზენი“, „ლილი“ და „ასტონ ვილა“.
შედგა პლეი-ოფის (1/16-ფინალის) ბადე, რომელიც ასე გამოიყურება:
„მონაკო“ ან „ბრესტი“ – „პარი სენ-ჟერმენი“ ან „ბენფიკა“ (ამ ორ წყვილში გამარჯვებული მერვედფინალში „ლივერპულსა“ და „ბარსელონაზე“ გადიან).
„სპორტინგი“ ან „ბრიუგე“ – „ატალანტა“ ან „დორტმუნდი“ (მერვედფინალში: „ლილი“ ან „ასტონ ვილა“).
„სელტიკი“ ან „მანჩესტერ სიტი“ – „რეალი“ ან „ბაიერნი“ (მერედფინალში: „ატლეტიკო“ ან „ლევერკუზენი).
„ფეიენოორდი“ ან „იუვენტუსი“ – „მილანი“ ან პსვ ეინდჰოვენი (მერვედფინალში: „ინტერი“ ან „არსენალი“).|
„იუვენტუსი“ ან „ფეინოორდი“ – „პსვ ეინდჰოვენი“ ან „მილანი“ (მერვედფინალში: „არსენალი“ ან „ინტერი“).
„მანჩესტერ სიტი“ ან „სელტიკი“ – „ბაიერნი“ ან „რეალი“ (მერვედფინალში: „ლევერკუზენი“ ან „ატლეტიკო“).|
„ბრიუგე“ ან „სპორტინგი“ – „დორტმუნდი“ ან „ატალანტა“ (მერვედფინალში: „ასტონ ვილა“ ან „ლილი“).
„ბრესტი“ ან „მონაკო“ – „ბენფიკა“ ან „პარი სენ-ჟერმენი“ (მერვედფინალში: „ბარსელონა“ ან „ლივერპული).
ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშნენ შემდეგი გუნდები:
„დინამო” (ზაგრები), „შტუტგარტი“, „შახტარი“, „ბოლონია“, „ცრვენა ზვეზდა“, „შტურმი“, „სპარტა“, „ლაიფციგი“, „ჟირონა“, „ზალცბურგი“, „სლოვანი“ და „იანგ ბოიზი“.
ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის საუკეთესო ბომბარდირებიი “ბორუსიას” გვინეელი ფორვარდი გირასი  და “ბარსელონას” პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი არიან, რომელთაც 9-9 გოლი გაიტანეს.
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის კენჭისყრა 31 იანვარს ჩატარდება. პირველი მატჩები 11-12 თებერვალს შედგება, ხოლო საპასუხო – 18-19 თებერვალს.
ლაშა თაბაგარი