კვარაცხელიამ პსჟ-ში საგოლე პასით დაიწყო

0
14

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში პარიზელებმა „რეიმსს“ უმასპინძლეს და სასტარტოში მყოფმა საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა საგოლე პასი მიითვალა. მატჩის დაწყებამდე პარიზელთა ტრადიციის თანახმად, კვარაცხელია სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრებს წარუდგინეს. აღსანიშნავია, რომ ხვიჩას სამ, პოზიციაზე მოუწია თამაში – ჯერ მარცხენა ფრთაზე დაიწყო, შემდეგ გამთამაშებლის პოზიციაზე გადაიანცვლა და ბოლოს ცრუ „ცხრიანად“ დაასრულა.
შეხვედრის პირველ ტაიმში პსჟ-დან ანგარიშის გახსნის ორი კარგი შანსი გონსალურ რამუშს ჰქონდა, რომელსაც კარი სტუმართა გოლკიპერმა არ დაანება. თავის მხრივ, მეტოქის კარის აღების შესაძლებლობა „რეიმსის“ იაპონელ ლეგიონერ ნაკამურას მიეცა, რომელიც დონარუმასთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ვერ აჯობა.
49-ე წუთზე კვარაცხელიამ ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო და მარცხნიდან ცენტრისკენ შეწეული სამ რეიმსელს გაცდა, რის შემდეგ, „კედელი“ თანაგუნდელთან გაითამაშა და პასი საჯარიმოში უსმან დემბელეს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 1:0.
55-ე წუთზე, კვარაცხელიამ სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და მახვილი კუთხიდან „ცაციათი“ დაარტყა, თუმცა მეკარემ ბურთი ხელებში დააფიქსირა, ამას“:რეიმსის“ კარგი შეტევა მოჰყვა და პარიზელთა საჯარიმოში გათამაშებული კომბინაცია, გოლით ნაკამურამ დაასრულა – 1:1, დარენილ დროში მეტი გოლი არ გასულა, ხოლო კვარაცხელია 83-ე წუთზე შეცვალეს.
პსჟ 47 ქულით საფრანგეთის 18-გუნდიან ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს.
ლაშა თაბაგარი