ქუთაისის “ტორპედო” ერთბაშად 7 ფეხბურთელს დაემშვიდობა, რომელთა უმრავლესობა გასულ სეზონში გუნდის სასტარტო შემადგენლობაში თამაშობდა.
ქუთაისელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, “ტორპედოს” ხელმძღვანელებმა თანამშრომლობის გაგრძელება შემდეგ ფეხბურთელებთან აღარ ისურვეს:
ნიკა სანდოხაძე, გიორგი მჭედლიშვილი, ელიტონ ჟუნიორი, გიული მანჯგალაძე, ლაშა შერგელაშვილი, მომო იანსანე და ჟორჟინიო.
ჯერჯერობით ქუთაისელებს ორი ახალწვეული ჰყავთ – ფორვარდი გიორგი კოხრეიძე და გერმანელი ნახევარმცველი მოჰამედ ჩერიფი.
ლაშა თაბაგარი
