ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში პარიზელებმა „რეიმსს“ უმასპინძლეს და სასტარტოში მყოფმა საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა საგოლე პასი მიითვალა.
პარიზელთა კლუბის ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტზე ისაუბრა:
„ქართველს შეტევაში ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლია, რაც მისი ერთ-ერთი უპირატესობაა. რთულ მატჩში კარგად ითამაშა, გუნდისთვის ბევრი გააკეთა. როცა ბურთი აქვს, მისგან განსხვავებულს უნდა ველოდოთ. კვარაცხელია ჯერ ეცნობა თანაგუნდელებს, მოწინააღმდეგეებს, „პარკ დე პრენსსა“ და ლიგა 1-ს. ხვიჩას საინტერესო დებიუტი ჰქონდა“.
