გველესიანის ლამაზი გოლი ირანის ჩემპიონატში

0
22

გიორგი გველესიანმა მიმდინარე სეზონში „პერსეპოლისში“ თავისი მეორე გოლი გაიტანა. ირანის ჩემპიონატის მე-17 ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის გუნდი შინ იმ მომენტისთვის გათამაშების ლიდერ „ტრაქტორს“ დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. მასპინძლებიდამ მე-11 წუთზე ანგარიში რაფიელმა გახსნა. პირველი ტაიმისთვის დაამტებულ მე-10 წუთზე „პერსეპოლისს“ ფეხბურთელი გაუძევეს.
73-ე წუთზე ჯარიმის შესრულების დროს, ალისშაჰმა ბურთი სტუმართა საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც მყოფმა ქართველმა ლეგიონერმა თითქმის თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან თავით ლამაზი გოლი გაიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა. მოქმედი ჩემპიონი „პერსეპოლისი“ 33 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი