კრაიოვას „უნივერსიტატია“, რომელშიც გიორგი მექვაბიშვილი გამოდის რუმინეთის უმაღლესი დივიზიონის 23-ე ტურში სტუმრად ბუქარესტის „რაპიდთან“ 0:1 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადეგნლობაში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი მე-18 წუთზე დობრემ გაიტანა. „უნივერსიტატია“ 36 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.
გიორგი ქოჩორაშვილმა კოჭის ტრავმის გამო, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 24-ე ტურში სტუმრად ლა კორუნიას „დეპორტივოსთან“ მატჩი გამოტოვა. „ლევანტემ“ ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველის გარეშე მეტოქე 2:1 დაამარცხა.უგოლო პირველი ტაიმის მერე, ვალენსიელებიდან 51-ე წუთზე ანგარიში კარლოს ალვარესმა გახსნა, ხოლო 82-ე წუთზე საპასუხო ბურთი დიეგო ვილარესმა გაიტანა. 84-ე წუთზე „დეპორტივოს“ კარი ხოსე ლუის მორალესმა აიღო და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა. „ლევანტე“ 42 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
