ზივზივაძის გუნდის ზედიზედ მეორე მარცხი

0
21

“ჰაიდეჰნაიმმა”,  რომელშიც ბუდუ ზივზივაძე გამოდის, ზედიზედ მეორე მატჩში ქულაც ვერ აიღო. გერმანიის პირველი ბუნდესლიგის მე-19 ტურში “ჰაიდენჰაიმი” სტუმრად “აუგსბურგს” შეხვდა და ბოლო წუთებზე დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა. 36-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან პარტნიორის პასის შემდეგ, თითქმის თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან მდგომმა ზივზივაძემ ვარდნაში დაარტყა და ბურთი კარს გადაცდა.
პირველი ტაიმის ბოლოს წუთზე ფრანკ ონიეკა მარცხენბა ფლანგიდან „ჰაიდენჰაიმის“ საჯარიმოში შეიჭრა და მისი დარტყმული ბურთი მეკარემ კუთხურზე მოიგერია. სტანდარტულის შესრულების შემდეგ, სტუმართა მცველებმა თავის საჯარიმოში ძალიან ცუდად ითამაშეს და კრისტაინ მატსიმამ ანგარიში გახსნა.
56-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ადრიან ბეკმა ახლო მანძილიდან, მაგრამ ოდნავ მარჯვენა მახვილი კუთხიდან დაარტყა და დაჰმენმა ბურთი მოიგერია.
77-ე წუთზე მარმონ ბუშმა შორის მანძილიდან კარგად ვერ დაარტყა, მაგრამ ბურთი საჯარიმოში მყოფ „ჰაიდეჰმაიმის“ კაპიტან პატრიკ მაინკას მიუვიდა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გაათანაბრა.
90-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა ბუშმა მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა და მცველის ფეხიდან ბურთი “აუგსბურგის” კარის შორეულ ძელს მოხვდა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთზე მასპინძლებმა კუთხური ჩააწოდეს და შლოტერბეკმა „ჰაიდეჰნაიმის“ კარი აიღო – 2:1.
„ჰაიდენჰაიმი“ 14 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი