კვარაცხელია პსჟ-ს განაცხადშია

0
7

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს განაცხადში მოხვდა საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში „რეიმსთან“ „პარკ დე პრენსზე“ გასამართ შეხვედრაში. ამის შესახებ პარიზული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 19 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
კვარაცხელიამ ფრანგულ გრანდთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა. მისი ხელფასი ახალ კლუბში წელიწადში 9 მილიონი ევრო იქნება და პლუს კიდევ 2 მილიონი სხვადასხვა ბონუსების სახითაა გათვალისწინებული კვარაცხელიაში „ნაპოლიმ“ ფრანგული გრანდისგან 70 მილიონი ევრო მიიღო. ის ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. გარდა ამისა, ხვიჩა პსჟ-ს მიერ შეძენილ ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეებში მეოთხეა, ხოლო “ნაპოლის” მიერ ყველაზე ძვირად გაყიდულ მოთამაშეებში მეორეა.
ლაშა თაბაგარი