„უოტფორდმა“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჩაკვეტაძეა ინგლისის პრემიერსიფში მიჯრით მეორე შეხვედრა წარუმატებლად ჩაატარა. 29-ტურში უოტფორდელები „ქოვენთრის“ ესტუმრნენ დ წინა ტურის მსგავსად ისევ 1:2 წააგეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა კვლავ შეუცვლელად ითამაშა.
მასპინძლები 32-ე წუთზე ტორპმა დააწინაურა, რომელმაც 75-ე წუთზე საჯარიმო დარტყმის კარგად შესრულების შემდეგ, დუბლი შეასრულა. 82-ე წუთზე „ქოვენთრის“ მცველმა კიტჩინგმა ავტოგოლი მიითვალა. მატჩის მიწურულს ჩაკვეტაძემ ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ მასპინძლების მეკარემ თავისი გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა. „უოტფორდი“ 41 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
