ლევან შენგელიამ მიმდინარე სეზონში საბერძნეთის სუპერლიგაში თავისი მე-7 საგოლე პასი მიითვალა. მე-20 ტურში ოფი, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი გამოდის, შინ „პანსერაიკოსს“ შეხვდა და 3:2 აჯობა.
შენგელიამ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 62-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:1 იყო, გოლი გონსალესს გაატანინა. მის ანგარიშზე 7 შედეგიანი გადაცემის გარდა, ორი გატანიი ბურთია. შენგელია მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე შეცვალეს. “პანსერაიკოსში” ორი ტაიმი ითამაშა ჩვენი ეროვნული გუნდის მეკარე ლუკა გუგეშაშვილმა, რომელმაც მესამე გოლი ახლო კუთხეში გაუშვა და აშკარა შეცდომა დაუშვა. ოფი 27 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. “პანსერაიკოსი” 21 ქულით მეათეა.
იტალიის სერია B-ს 23-ე ტურში “ფროზინონე” თავის მოედანზე “სუდტიროლთან” 0:3 წააგო. საქართველსო 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი გიორგი კვერნაძე მასპინძლების თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია. “ფროზინონე” 21 ქულით 20 გუნდში მე-19 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
